წესები და პირობები


ქვემოთ გამოყენებული ტერმინები „ თქვენ “ და „ მომხმარებელი “ აღნიშნავს ვებგვერდზე შემოსულ ნებისმიერ სტუმარს.

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე მოხმარების წესები.

1. ზოგადი ნაწილი


წინამდებარე მოხმარების წესებში გამოყენებული ტერმინები (შემდომში წოდებული, როგორც „მოხმარების წესები“) განკუთვნილია Zari.ge-ს აღნიშნული ვებგვერდისთვის (Zari.ge), რომლის კომერციული საქმიანობის ძირითადი ადგილმდებარეობაა მ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 29ა, საქართველო, და იგი საქართველოს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში დარეგისტრირებულია ნომრით 205203279 (შემდგომში წოდებული, როგორც „Zari.ge”).

Zari.ge-ს ვებგვერდზე შემოსვლითა და აღნიშნულ ვებგვერდზე ან მისი მეშვეობით მოწოდებული ინფორმაციისა და მომსახურების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მოხმარების წესებს. კერძო პროდუქციისა და მომსახურების წესებისა და პირობების და წინამდებარე მოხმარების წესების შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ამგვარი პროდუქციისა და მომსახურებისთვის განკუთვნილ სპეციფიურ პირობებს.

2. შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე

Zari.ge-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოპოვებულია იმ წყაროებიდან, რომელსაც Zari.ge მიიჩნევს სანდოდ. Zari.ge ან მესამე მხარეები არ გასცემენ გარანტიას ან ახსნა-განმარტებებს, პირდაპირ ან ირიბად, ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტესთან, სისრულესთან ან განახლებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. საიტზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლებელია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიცვალოს ან წაიშალოს. Zari.ge არ განმარტავს ან არ გასცემს გარანტიას, რომ წინამდებარე ვებგვერდი და/ან ვებგვერდის ფუნქციების მეშვეობით გაწეული ინტერნეტ მომსახურება წარიმართება ხარვეზების და ცდომილებების გარეშე.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არანაირ ვითარებაში არ უნდა ჩაითვალოს, როგორც რეკომენდაცია ან მოთხოვნა პროდუქტის, მომსახურების ან ფინანსური ინსტრუმენტის შესყიდვის ან გაყიდვის თაობაზე, ან რეკომენდაცია გაწეული მომსახურების  ნებისმიერი პროვაიდერის მიერ.

Zari.ge არც ერთ პირს არ მიაწოდებს ისეთ პროდუქციას ან მომსახურებას, რომელთა უზრუნველყოფამაც Zari.ge-ს თვალსაზრისით (ბანკს არ ევალება ასეთი ინფორმაციის ვერიფიკაცია) შესაძლებელია გამოიწვიოს ასეთი პირის მშობლიური ქვეყნის კანონმდებლობის ან რეგულაციების ან ნებისმიერი სხვა დაკავშირებული მართლმსაჯულების დარღვევა.

თქვენ მკაცრად გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან აღნიშნული ვებგვერდის არაკანონიერად გამოყენება, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ჩვენს სისტემებში არაკანონიერად შემოსვლას, პაროლის ან ამ ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის ბოროტად გამოყენებას.
თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ შესაძლებელია გავამჟღავნოთ ან გადავცეთ თქვენს მიერ აღნიშნული ვებგვერდის მეშვეობით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია ა) Zari.ge-ს ნებისმიერ აფილირებულ კომპანიას, მის წარმომადგენელს ან ინფორმაციის პროვაიდერებს; ბ) ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობის შემთხვევაში; ან გ) თუ ჩვენ გვაქვს უფლება ან მოვალეობა გავამჟღავნოთ ასეთი ინფორმაცია ან თუ კანონი გვაიძულებს ასეთი ინფორმაციის გამჟღავნებას.  თქვენ ეთანხმებით ასეთი ინფორმაციის გადაცემას, გადაგზავნას ან დამუშავებას ნებისმიერ ქვეყნაში და ნებისმიერი ქვეყნის მეშვეობით, როგორც ამას ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და სათანადოდ, და ამ ვებგვერდის მეშვეობით ინფორმაციის გამოყენებითა და უზრუნველყოფით თქვენ ეთანხმებით ყველა ასეთ გადაცემას.
შესაძლოა განხორციელდეს აღნიშნული ვებგვერდის გამოყენების მონიტორინგი, თრექინგი და აღრიცხვა. ამ ვებგვერდის ნებისმიერი მომხმარებელი ეთანხმება მონიტორინგის, თრექინგისა და აღრიცხვის ყველა ასეთ ქმედებას.  თქვენი მოვალეობაა ვებგვერდზე შემოსვლისას ყოველ ჯერზე გაეცნოთ მოხმარების წესების მიმდინარე ვერსიას, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე.

3. ფინანსური ინსტრუმენტები

Zari.ge და მის ფილიალებს შესაძლოა დროთა განმავლობაში გააჩნდეთ პოზიცია ან ფლობდნენ ფასიან ქაღალდებს ან შესაძლოა ისინი უზრუნველყოფდნენ ან სურდეთ უზრუნველყონ კორპორაციული ფინანსების და სავალო კაპიტალის ბაზრების მომსასურება ისეთი კომპანიებისთვის ან ფასიანი ქაღალდების გამომშვები ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მითითებულნი არიან საძიებო დოკუმენტაციებსა და რეკომენდაციებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ამ ვებგვერდის მეშვეობით.

4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულების.  იგი მიიჩნევა სანდოდ, მაგრამ ჩვენ არ გავცემთ გარანტიას მისი სისრულის, დროულობის ან სიზუსტის შესახებ.  მომხმარებელს აქვს წვდომა, იგი იყენებს და ენდობა ასეთ ინფორმაციას მომხმარებლის საკუთარი რისკით.  გთხოვთ მიიღოთ პროფესიონალთა რჩევა, საჭიროებისამებრ, აღნიშნულ ვებგვერდზე ნებისმიერი ინფორმაციის შეფასების თაობაზე. აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ არის განზრახული ნებისმიერი აქციის, სხვა ფასიანი ქაღალდისა ან ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვის შეთავაზების ან მოთხოვნის წარმოსადგენად ან საინვესტიციო მომსახურების ან საინვესტიციო რეკომენდაციის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი იურისდიქციის ფარგლებში.

რადგანაც არსებობს ადამიანური და მექანიკური, და სხვა ფაქტორების ცდომილების შესაძლებლობა, აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული მასალა წარმოდგენილია „ისეთივე სახით, როგორიც არის“, „ხელმისაწვდომობისამებრ“ საფუძველზე.  Zari.ge, ჩვენი აფილირებული კომპანიები ან მესამე მხარეები არ გასცემენ გარანტიას ან ახსნა-განმარტებას ვებგვერდის ან მისი შინაარსის თაობაზე. Zari.ge, ჩვენი აფილირებული კომპანიები ან მესამე მხარეები არ სცნობენ არც ერთ გარანტიას და ნებისმიერი სახის ახსნა-განმარტებას ვებგვერდთან დაკავშირებით, მათ შორის სავაჭრო მდგომარეობის შესახებ, მესამე მხარის უფლებების დაურღვევლობის თაობაზე, ვირუსებისგან ან სხვა საზიანო მასალისგან დამოუკიდებლად სარგებლობის შესახებ, ან კერძო მიზნებთან შესაბამისობით გამოყენების თაობაზე ნაგულისხმევ ნებისმიერ გარანტიას. Zari.ge, ჩვენი აფილირებული კომპანიები ან მესამე მხარეები არ იძლევიან გარანტიას ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის და მასალების სიზუსტეზე, ადეკვატურობასა და სისრულეზე და პირდაპირ უარს ამბობენ მასალაში და ინფორმაციაში დაშვებულ ხარვეზებსა ან დეფექტებზე პასუხისმგებლობაზე.  Zari.ge, ჩვენი აფილირებული კომპანიები ან მესამე მხარეები პასუხს არ აგებენ ნებისმიერი სახის დაყოვნებაზე, გამოყენების დროს წარმოქმნილ სირთულეზე, კომპიუტერულ ვირუსებზე, საზიანო პროგრამულ კოდებზე და ამ ვებგვერდის სხვა დეფექტებზე, ნებისმიერი სახის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს და მომხმარებლის ბრაუზერს ან ვებგვერდზე შესასვლად საჭირო სხვა პროგრამას შორის, ან სხვა პრობლემებზე, რომლებიც წარმოექმნება მომხმარებელს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებს გარეთ არსებული მიზეზებით. Zari.ge არ აგებს პასუხს იმ ხარჯებზე, დანაკარგებზე, ზიანზე (პირდაპირი, ირიბი, სპეციალური, შემთხვევითი, გამომდინარე, სადამსჯელო ან საჯარიმო ზარალი, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, ფინანსური დანაკარგები და დაკარგული მოგება) ან დაკარგულ შესაძლებლობაზე, რომელიც წარმოიშვა ამ ვებგვერდის ან მისი ნაწილის ნებისმიერი სახით გამოყენებით, ან გამოუყებლობით, ან მასზე შემოსვლით, იმისდა მიუხედავად, შეფასებული გვქონდა თუ არა ჩვენ ასეთი ზიანის წარმოქმნის ალბათობა და მიუხედავად მოქმედების სახეობისა, კონტრაქტისა, გარანტიისა, კანონდარღვევისა (მათ შორის დაუდევრობა), მკაცრი პასუხისმგებლობისა, ან სხვა გამოხატულებისა.

5. საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები

Zari.ge ან მესამე მხარეები, თუ მათი ვინაობა პირდაპირ არის განცხადებული, ინარჩუნებენ მფლობელობას, საავტორო უფლებებს © და ყველა სხვა არამატერიალურ უფლებას ვებგვერდზე.  ყველა უფლება დაცულია ყველა ქვეყანაში.  ამ ვებგვერდის  მასალების პუბლიკაცია, რეპროდუქცია, გადაგზავნა ან შენახვა მთლიანად ან ნაწილობრივ აკრძალულია გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საკუთრების უფლების, საავტორო უფლებისა ან სხვა არამატერიალური უფლების მფლობელმა გასცა ნებართვა ასეთი ქმედების განსახორციელებლად.  აკრძალვა არ განეკუთვნება კომპიუტერზე შენახვასა ან დაბეჭდვას მხოლოდ პერსონალური გამოყენებისთვის. შინაარსის ციტირება დაშვებულია საავტორო უფლებების შესახებ სათანადო კანონმდებლობის თანახმად.  როდესაც ხდება შინაარსის ციტირება, არ არის საჭირო წყაროს მითითება.  არ არის დაშვებული აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული სავაჭრო ნიშნების ან ლოგოების რეპროდუქცია, პუბლიკაცია ან დისტრიბუცია საავტორო უფლებების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

სადისკუსიო ფორუმების, ჩეთ რუმების, დებატების ან მსგავსის მონაწილეებმა Zari.ge-ს ვებგვერდზე უნდა განათავსონ მხოლოდ ისეთი მასალები, რომელზეც ისინი ფლობენ საავტორო უფლებას ან მასალები, რომლებზეც მათ სხვა გზით მოიპოვეს ეს უფლება. მიიჩნევა, რომ მონაწილე, რომელიც განათავსებს მასალას, და როდესაც მოხდება მასალების განთავსება, ეთანხმება Zari.ge-ს მასალების შენახვას, გავრცელებას და დაბეჭდვას ელექტრონული ან სხვა გზით.

 

6. მომსახურების შესაძლო შეწყვეტა


თქვენ პასუხიმგებელი ხართ აღნიშნული ვებგვერდის გამოსაყენებლად და მასზე შემოსასვლელად ყველა საჭირო სატელეფონო, კომპიუტერული აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა მოწყობილობათა შეძენასა და შენარჩუნებაზე.  შესაძლებელია დროთა განმავლობაში შეუძლებელი, დაყოვნებული, შეზღუდული ან შენელებული იყოს ამ ვებგვერდზე წვდომა შემდეგი მიზეზების გამო:

თუ შეუძლებელია, შეყოვნებულია ან შეზღუდულია ვებგვერდზე შემოსვლა, ან თუ საიტის მუშაობა არ მიმდინარეობს სწრაფად და ეფექტურად, თქვენ შესაძლებელია ვერ შესძლოთ ტრანზაქციისთვის საჭირო ინსტრუქციების გადაცემა და სხვა ქმედებების განხორციელება, ან შესაძლებელია ასეთი ინსტრუქციები ვერ შესრულდეს დაუყოვნებლივ ან თქვენ ვერ მიიღოთ ინფორმაცია დროულად.  თუ თქვენი ოპერაციები დამოკიდებულია ჩვენთან ასეთ კომუნიკაციაზე, და ამგვარი კომუნიკაცია გაწყდა ან შეყოვნდა, შესაძლებელია თქვენ მოგეყენოთ ზარალი.  Zari.ge არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ასეთ დანაკარგზე.

7. სხვა გვერდებზე გადასასვლელი ბმულები

იქ, სადაც Zari.ge წარმოადგენს მესამე მხარის ვებგვერდების ბმულებს, ასეთი ბმულები არ წარმოადგენენ Zari.ge-ს მიერ ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების, მოსაზრებების, ვარაუდების ან ინფორმაციის დადასტურებას, რომელიც აღნიშნულია ასეთ ვებ გვერდებზე ან მათი მეშვეობით.  ასეთი ბმულების გამოყენება მთლიანად თქვენი რისკია და Zari.ge არ იღებს პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ასეთი ვებგვერდების შინაარსზე, მათ გამოყენებაზე ან მათ ხელმისაწვდომობაზე.  თუ თქვენ გადაწყვეტთ გადახვიდეთ ვებგვერდზე, რომელსაც ჩვენ არ ვაკონტროლებთ, ჩვენ არ გავცემთ გარანტიას, პირდაპირ ან ირიბად, თქვენს მიერ ასეთი საიტების გამოყენების ან გამოყენების შეუძლებლობის თაობაზე, ასეთი გვერდების შინაარსზე, მათ შორის სიზუსტეზე, სისრულეზე, სანდოობასა ან ნებისმიერ კერძო მიზანთან შესატყვისობაზე, და ჩვენ აგრეთვე არ ვიძლევით გარანტიას, რომ ასეთი ვებგვერდი ან მისი შინაარსი არ შეიცავს საავტორო უფლებებთან, სავაჭრო ნიშნებთან ან მესამე პირთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით პრეტენზიებს, ან რომ ასეთი გვერდი ან მისი შინაარსი არ შეიცავს ვირუსებსა და სხვა საზიანო მასალებს.  ჩვენ არ გავცემთ გარანტიას ინტერნეტში განთავსებული დოკუმენტაციის ავთენტურობაზე. Zari.ge არ ადასტურებს ასეთ ვებგვერდებზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის სიმართლეს, სიზუსტეს, მიზანშეწონილობას, საიმედოობას ან სისრულეს. 

ამასთანავე, მესამე მხარის აღნიშნული ვებგვერდები შესაძლოა შეიცავდეს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკას ან დამცავ ქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ვებგვერდისგან განსხვავებულია, ამიტომაც მნიშვნელოვანია ასეთი გვერდების წესებთან გაცნობა თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებამდე.

8. ბმულები(Cookies)


შესაძლებელია, რომ Zari.ge-ს ვებგვერდი შეიცავდეს ბმულებს.  ბმული, ეს არის პატარა ტექსტური ფაილი, რომელიც განთავსდება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე იმ ვებგვერდის მიერ, რომელსაც თქვენ ეწვევით. ტექსტური ფაილი შეიცავს ინფორმაციას, და სხვა ქმედებებთან ერთად, გამოიყენება სტუმრის მიერ სათანადო ვებგვერდის გამოყენების მხარდასაჭერად.

ბმულების სხვა სახეობები, რომელთაც ეწოდება სესიის ბმულები, შეინახება მხოლოდ დროებით იმ პერიოდის მანძილზე, სანამ თქვენ იმყოფებით ვებგვერდზე.  იმისთვის, რომ გამოიყენოთ Zari.ge-ს ინტერნეტ მომსახურება, თქვენ შესაძლებელია მოგიხდეთ სესიის ბმულების გამოყენებაზე დათანახმება. სესიის ბმულები შესაძლებელია Zari.ge-ს მიერ გამოყენებულ იქნას თქვენს მიერ საბანკო ტრანზაქციების განსახორციელებლად, და ა.შ. და ისინი გაუჩინარდება, როდესაც თქვენ გამოხვალთ Zari.ge-ს ვებგვერდიდან ან დახურავთ თქვენს ბრაუზერს.

თუ თქვენ არ ეთანხმებით ბმულების გამოყენებას, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები (Internet Explorer, Netscape, და ა.შ.). თქვენ შეგიძლია აკრძალოთ მუდვიმი ბმულების გამოყენება ისე, რომ ეს არ მოახდენს ზეგავლენას ვებგვერდის ფუნქციების განხორციელებაზე.  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ არ ეთანხმებით სესიის ბმულებს, შესაძლებელია თქვენ ვერ მოახერხოთ თქვენი საბანკო ტრანზაქციების განხორციელება, და ა.შ. Zari.ge-ს ვებგვერდის მეშვეობით.

9. ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ შეზღუდვის შეტყობინება არაქართველი მომხმარებლებისთვის

ვებგვერდის ძირითად სამიზნე მომხმარებლებს წარმოადგენენ პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინვესტიციებში ან მომსახურების მიღებაში საქართველოს ბაზრებზე. ამასთან დაკავშირებით, განთავსებულთაგან ზოგიერთი საინვესტიციო პროდუქცია და მომსახურება შესაძლებელია არ იყოს ხელმისაწვდომი კერძო მომხმარებლებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ან შესაძლებელია შეუსაბამო იყოს საგადასახადო ან სხვა მიზეზებისდა გამო.
დროთა განმავლობაში ვებგვერდზე განთავსებული საინვესტიციო განცხადებების და/ან რეკლამების სახეობისა და შინაარსის თანახმად, შესაძლებელია დაგჭირდეთ დამატებითი რჩევის ან რეკომენდაციის მიღება იურიდიული, საგადასახადო ან საინვესტიციო მრჩეველებისგან.

10. სათანადო კანონმდებლობა და იურისდიქცია


აღნიშნული ვებგვერდი და წინამდებარე მოხმარების წესები უნდა ემორჩილებოდეს და შედგენილ იქნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიუხედავად იმისა, ცხოვრობთ თუ არა თქვენ საქართველოში, ან ახორციელებთ თუ არა კომერციულ საქმიანობას Zari.ge-სთან საქართველოს ტერიტორიაზე ან მის გარეთ. Zari.ge-ს წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება და დავა, რომელიც წარმოიშვება ამ ვებგვერდის ხელმისაწვდომობასთან და ჩვენს მიერ მის მოხმარებასთან და წინამდებარე მოხმარების წესების დებულებებთან დაკავშირებით თქვენს მიერ შეტანილ უნდა იქნას საქართველოს სასამართლოთა იურისდიქციის თანახმად.

თქვენ ეთანხმებით საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში განლაგებულ სასამართლოთა იურისდიქციასა და ადგილს Zari.ge-ს მიერ თქვენს წინააღმდეგ აღძრული ყველა სარჩელის განხილვის მიზნით ან თქვენს მიერ ვებგვერდზე შემოსვლასა და მის გამოყენებასთან და წინამდებარე მოხმარების წესების დებულებებთან დაკავშირებით.

აღნიშნული ვებგვერდი არ არის მიმართული, არც განზრახული გასავრცელებლად ან ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ გამოსაყენებლად ნებისმიერი იურისდიქციის ან ქვეყნის ფარგლებში, სადაც ამ ვებგვერდის შინაარსი ან მისი ხელმისაწვდომობა ან ასეთი დისტრიბუცია ან გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობასა და რეგულაციებს.  თუ თქვენ გადაწყვეტთ ამ ვებგვერდზე ინფორმაციის მიღებას, თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს მოხდეს სათანადო ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში და ამ ვებგვერდის ნებისმიერი სახით გამოყენება ამგვარ იურისდიქციებში ხორციელდება მთლიანად თქვენი საკუთარი რისკით.  თქვენს კერძო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს იურიდიულ მრჩეველს.

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მოხმარების წესების ნებისმიერი პირობა ან დებულება დაკარგავს იურიდიულ ძალას, სხვა დანარჩენი წესები და დებულებები შენარჩუნებულ უნდა იქნას ხელუხლებლად და ძალადაკარგული წესი ან დებულება კი უნდა შეიცვალს ისეთი ძალის მქონე წესითა ან დებულებით, რომელიც ძალადაკარგული წესის ან დებულების განზრახვასთან ყველაზე ახლოსაა.  წინამდებარე მოხმარების პირობები ექვემდებარება ნებისმიერ სხვა შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა თქვენსა და Zari.ge-ს შორის.  ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, შევცვალოთ წინამდებარე მოხმარების წესების წესები და პირობები ნებისმიერ დროს და წინასწარი შეტყობინების გარეშე.

11. კონფიდენციალურობა და პირადი ინფორმაცია

11.1. ინფორმაციის დამუშავება. კლიენტისთვის ცნობილია და ეთანხმება, რომ ზარის მომსახურებით სარგებლობის შედეგად ზარი უფლებამოსილია განახორციელოს კლიენტის შესახებ არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების) დამუშავება. მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.

11.2. ზარის მიერ ელექტრონულ არხებში (ვებ-ბრაუზერი, ზარის ვებ-გვერდი, ზარის მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) კლიენტის შესახებ მონაცემების დამუშავება, ასევე მოიცავს კლიენტის აქტივობის ჩაწერას (მაგ. ელექტრონულ არხით სარგებლობისას კლიენტის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება, ძიების ველში დაფიქსირებული მონაცემების აღწერა და ანალიზი, პროდუქციის არჩევანის სიხშირის ან/და სხვა ნებისმიერ სტატისტიკურ მონაცემის ჩაწერა და მისი ანალიზი) ან/და კლიენტის მიერ დაფიქსირებული სხვა მონაცემების (მაგ. კლიენტის ან/და მესამე პირთა საკონტაქტო მონაცემები) გამოყენებას.

11.3. ინფორმაციის გადაცემა/გამოთხოვა. კლიენტი ზარი.გი - ს ანიჭებს უპირობო უფლებას, კლიენტის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე:

11.3.1. ზარი.გი - მ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მრავალჯერადად სატელეფონო მომსახურების მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ზარისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები.

11.3.2. ზარი.გი - მ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მრავალჯერადად სატელეფონო მომსახურების მიზნით და ამ მომსახურების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად მესამე პირებს (მათ შორის და არამარტო, მაკონტროლებელ/საზედამხედველო ორგანოებს, აუდიტორებს, პოტენციურ ცესიონერებს) გადასცეს ან/და მესამე პირებისაგან მიიღოს, ზარისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები.

11.3.3. ზარი.გი - მ გადასცეს ან/და გაუმჟღავნოს ზარის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია ზარის შვილობილ, აფილირებულ ან სხვა ნებისმიერ მესამე პირებს მათ მიერ სხვადასხვა მომსახურების შემოთავაზებების მიზნით.

11.4. პირდაპირი მარკეტინგი. კლიენტი ანიჭებს ზარი.გი - ს უფლებამოსილებას, ზარი.გი - ში დაფიქსირებულ კლიენტის ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე ზარის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, განხორციელდეს მოკლე ტექსტური, ხმოვანი ან/და სხვა სახის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა, მანამ სანამ ზარი კლიენტისგან არ მიიღებს სხვაგვარ მითითებას. ამასთან, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, პირდაპირ მარკეტინგად არ მიიჩნევა და კლიენტი არ იქნება უფლებამოსილიზარი.გი - ს მოსთვხოვოს სხვადასხვა სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა, თუ აღნიშნული სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებებიკლიენტს მიეწოდება უშუალოდ ზარის მომსახურების წერტილებში (მაგ. სარეკლამო ბანერი, ფლაერი, ზეპირი შეთავაზება და სხვა) ან ზარის კუთვნილ (ზარი.გისთან ასოცირებულ) ელექტრონულ არხებში

11.5. საავტორო უფლებები. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ ზარის ვებ-გვერდზე, მობილურ აპლიკაციებსა და სხვა ელექტრონულ არხებში განთავსებული კლიენტის მონაცემები (ბეჭდვითი, აუდიო ან/და ვიზუალური) თუ ის არ განეკუთვნება კლიენტის პერსონალურ მონაცემებს ჩაითვლება ზარის საკუთრებად და ზარი აღნიშნული მონაცემების განთავსებისთანავე სრულად მოიპოვებს მათზე საავტორო ქონებრივ უფლებებს.

11.6. მონაცემების განახლება და შენახვის ვადა. ზარის მიერ წინამდებარე თავში აღნიშნული ინფორმაციის შენახვა მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება ზარის მიზნებს და ინტერესებს ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით. ამასთან, იმ მონაცემების დამუშავება, რომელიც კლიენტის მიერ ზარი.გი - ს მიეწოდა ელექტრონული არხების (ვებ-ბრაუზერი, ზარის ვებ-გვერდი, ზარის მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) საშუალებით, არ წყდება კლიენტის მიერ ამ მონაცემების ელექტრონული არხებიდან წაშლის შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემების შენახვა ასევე მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება ზარის მიზნებს და ინტერესებს ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

11.7. კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში ზარი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში მიაწვდის კლიენტს მის შესახებ ზარი.გი - ში არსებულ ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაციის მიღებაზე ზარი.გი - ს ცალმხრივად აქვს უფლება დააწესოს მომსახურების ტარიფი საკომისიოს სახით.

11.8. თუ კლიენტი თვლის, რომ კლიენტის შესახებ ზარი.გი - ში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან არ არის სრული, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ზარი.გი - ს აღნიშნულის შესახებ.



თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდებამოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენსმიერ საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალურიმონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ისშესრულების მიზნებისთვის.